Saturday, November 15, 2014

Saturday, October 17, 2009

გეოლოგიური დრო და დინოზავრები

1)პროექტის სახელი: გეოლოგიური დრო და სათაფლიის ნაკრძალის
დინოზავრები.

2)პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: გეოლოგიური დროის ქრონოლოგია, დინოზავრების ყოფა-ცხოვრება და სათაფლიის ნაკრძალის აღწეწრა.
3)პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას თუ რა ტიპის მცენარეები და ცხოველები არსებობდა სხვა და სხვა გეოლოგიურ ერაში. მეტი ყურადღება მიექცევა მეზოზოურ ერაში ბინადარ დინოზავრებს, რადგან საქაერთველოშიც სათაფლიის ნაკრძალში დღემდე შემორჩენილია დინოზავრების ნაკვალევი. ბავშვები დაგეგმავენ ნაკრძალის მონახულების დროს.ადილზე გადაღებულ იქნება სურათები,და დაადგენენ თუ როგორი ზომის და რა ტიპის დინოზავრები იყო გავრცელებული დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე 145-65 მლნ.წლის წინ .ნაკრძალის და ნაკვალევის სურათებს ატვირთავენ საპრეზენტაციო პროგრამაში.
4)მონაწილეთა ასაკი: VII კლასი
5)ვადები/ხანგრძლივობა: 7-8 თვე.
6)პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოძიება ინტერნეტიდან, ენციკლოპედიებიდან, მოძიებული და გადაღებული ფოტო მასალების გადატანა პოსტერებზე, გამოფენის და პრეზენტაციის მოწყობა.
7)მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას,წიგნებთან მუშაობას, გამოუმუშავდებათ დაკვირვების მეთოდი, ისწავლიან საველე პირობებში მუშაობას, ისწავლიან ჯგუფურ თანამშრომლობას, მოახდენენ მოპოვებული თეორიული მასალის რეალიზაციას და სწორ წარდგენას. შეიძლება ბავშვებმა გააკეთონ ვებ-გვერდი სათაფლიის ნაკრძალზე.
8)სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან სზვა და სხვა დროის მცხოვრებ ცხოველებს, მათი გადაშენების მიზეზებს, შორეულ წარსულში გიგანტური ცხოველების გადმონაშთებს თანამედროვე ეპოქაში.
9)სამუშაო ენა: ქართული
10)მონაწილეები სხვა სკოლებიდან;
11)საგნებთან/საგნიბრივ ჯგუფებთნ/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია-ისწავლიან რომელ კონტინენტებზე ბინადრობდნენ დინოზავრები და საქართველოს რომელ კუთხეშია სათაფლიის ნაკრძალი.
ხელოვნება-გააკეთებენ პოსტერებს. ინფორმატიკა-მოიძიებენ მასალებს ინტერნეტიდან. მატემათიკა- გამოითვლიან რამდენი მილიონი წლის წინ ბინადრობდნენ და გადაშენდნენ დინოზავრები.
12)პროექტის ფასილიტატორი: მარინა ხარიტონაშვილი
13)ფასილიტატორის ელ-ფოსტა; mari.kharitonashvili@gmail.com
14)პროექტის ფორუმი:
15)პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: გეოლოგია და დინოზავრები.